ტექნიკური მომსახურება და გაწმენდა
- ელექტროხელსაწყოთი ნებისმიერი სამუშაოს შესრულების წინ (მაგ.: ტექნიკური მომსახურება, სამუშაო ხელსაწყოს შეცვლა და ა.შ.) ამოიღეთ აკუმულატორი ელექტროხელსაწყოდან. ამომრთველზე შემთხვევით დაჭერისას ჩნდება ტრავმის მიღების საშიშროება.
- სათანადო და უსაფრთხო მუშაობისუზრუნველსაყოფად დაიცავით ელექტრო ხელსაწყოს და ვენტილაციის ჰაერსატარის სისუფთავე.
- მაშინვე გამოცვალეთ მტვრისგან დაცვის თავსახური დაზიანების შემთხვევაში. რეკომენდირებულია შეუკვეთოთ მტვრისგან დაცვის თავსახური მომსახურების ცენტრის მეშვეობით.
- გაწმინდეთ ინსტრუმენტის პატრონი (2) ყოველი გამოყენების შემდეგ.