ექსპლუატაციაში ჩაშვება
დარტყმის ამომრთველის/ბრუნის გაჩერების დახმარებით (13) აირჩიეთ ელექტროხელსაწყოს სამუშაო რეჟიმი.
- მუშაობის რეჟიმის გამოსაცვლელად დააჭირეთ განბლოკვის ღილაკს (12) და მოატრიალეთ დარტყმის ამომრთველი/ბრუნის გაჩერება (13) საჭირო პოზიციაზე წკაპუნამდე.
მითითება: გადართეთ მუშაობის რეჟიმი მხოლოდ გამორთულ ელექტროხელსაწყოზე! წინააღმდეგ შემთხვევაში, ელექტროხელსაწყო შესაძლოა დაზიანდეს.
პოზიცია ბურღვა დარტყმებით ბეტონში ან ქვაში
პოზიცია ბურღვა-თვის ხეში, ლითონში, კერამიკაში და პლასტმასში, ასევე ქანჩების ჩახრახვნა/ამოხრახვნა
პოზიცია Vario-Lock ზუბილის პოზიციის შესაცვლელად
ამ პოზიციაზე დატყმების ამომრთველი/ბრუნის შემჩერებელი (13) არ შედის მოდებაში.
პოზიცია ტეხვისთვის
ბრუნის მიმართულების გადამრთველის მეშვეობით (8) შეგიძლიათ გამოცვალოთ ელექტროხელსაწყოს ბრუნვის მიმართულება. მაგრამ ეს შეუძლებელია ჩართული ამომრთველის დროს (10).
- ბრუნის მიმართულების შეცვლა შეასრულეთ (8) მხოლოდ გამორთულ ელექტროხელსაწყოზე.
ყოველთვის დააყენეთ დარტყმით ბურღვის, ბურღვის და ტეხვის მიმართულება საათის ისრის მიმართულებით.
ბრუნვის მარჯვენა მიმართულება: ბურღვისთვის ან ხრახნების მოჭერისთვის ბრუნვის მიმართულების გადამრთველი გადაიყვანეთ (8) მარცხნივ ბოლომდე.
ბრუნვის მარცხენა მიმართულება: ხრახნების/ჭანჭიკების მოშვების და ქანჩების ამოხრახნისთვის გადართეთ ბრუნვის მიმართულების გადამრთველი (8) მარჯვნივ ბოლომდე.
მითითება: თუ ბრუნვის მიმართულების გადამრთველი საშუალო პოზიციაზეა, ამომრთველი დაბლოკილია.
- ელექტროხელსაწყოს ჩართვისთვის დააჭირეთ ამომრთველს (10).
განათება (14), თუ ოდნავ ან ბოლომდე დააჭერთ ამომრთველს (10) ანათებს სამუშაო ზონას არასაკმარისი განათების პირობებში.
ელექტროხელსაწყოს პირველი ჩართვისას შესაძლოა ჩართვის დაყოვნება, ვინაიდან ჯერ უნდა შესრულდეს ელექტროხელსაწყოს ელექტრონიკის კონფიგურაცია.
დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში ელექტროხელსაწყო აღწევს ტეხვის/დარტყმის სრულ სიმძლავრეს გარკვეული დროის შემდეგ.
- იმისათვის, რომ გამორთოთ ელექტროხელსაწყო, აუშვით ამომრთველი (10).
თქვენ შეგიძლიათ დააფიქსიროთ ზუბილა 36 პოზიციაში. ეს საშუალებას გაძლევთ დააყენოთ ოპტიმალური სამუშაო პოზიცია თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში.
- ჩასვით ზუბილა ინსტრუმენტის დამჭერში.
- მოატრიალეთ დარტყმების ამომრთველი/ბრუნის გაჩერება ამომრთველი (13) პოზიციაში «Vario-Lock».
- მოატრიალეთ გამოსაცვლელი ინსტრუმენტი საჭირო პოზიციაში სატეხად.
- მოატრიალეთ დარტყმების ამომრთველი/ბრუნის გაჩერება ამომრთველი (13) პოზიციაში «ტეხვა».ინსტრუმენტის დამჭერი ახლა დაფიქსირებულია.
- დააყენეთ ბრუნვის მიმართულება ტეხვისთვის საათის ისრის მიმართულებით.