გამოყენების ინსტრუქცია
- ელექტროხელსაწყოთი ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას გამორთეთ ელექტროკვების კაბელის შტეფსელი როზეტიდან.
ხერხვის სიგანე დამოკიდებულია გამოყენებად სახერხ დისკზე.
დაიცავით სახერხი დისკი დარტყმებისგან.
მიმართეთ ელექტროინსტრუმენტი თანაბრად და მცირე ძალისხმევით ჭრილის მიმართულებით, რათა მიაღწიოთ ჭრის კარგ შედეგს. ძალიან დიდი ზეწოლა საგრძმობლად ამცირებს აღჭურვილობის მოქმედების ვადას და შესაძლოა გამოიწვიოს დაზიანება.
ყოველთვის იმუშავეთ მიწოდების მუდმივი სიჩქარით და ყურადღება მიაქციეთ, რომ სახერხი დისკის ბრუნების რიცხვი იყოს მუდმივი.თავიდან აირიდეთ სიჩქარის მომატება (მაგ.: სველი ხის, სამშენებლო ხის ან წკირების დამუშავებისას) და ამასთან დაკავშირებულ ბრუნების რიცხვის შემცირებას, რათა თავიდან აიცილოთ სახერხი დისკის კბილანების გადახურება.
ხერხვის ნაყოფიერება და ნახერხის ხარისხი მეტწილად დამოკიდებულია სახერხი დისკის მდგომარეობაზე და კბილანების ფორმაზე.ამისათვის გამოიყენეთ მხოლოდ ბასრი სახერხი დისკები, რომლებიც უხდება დასამუშავებელ მასალას.
გახეხვის დაწყებისას ან გაგრძელებისას დააცენტრეთ სახერხი დისკი სახერხ ჭრილში და დარწმუნდით, რომ ხერხის კბილანები არ ეხება ნამზადს. ეს თავიდან აგაცილებთ უკუ დარტყმას ან სახეხი დისკის ნამზადიდან ამოსვლას.
სახერხი დისკის სწორი არჩევანი დამოკიდებულია ხის ჯიშზე და ხარისხზე, აგრეთვე საჭიროა გაითვალისწინოთ, შესრულდება გრძივი თუ განივი ხერხვა.
ნაძვის გრძივი ხერხვისას წარმოიქმნება გრძელი სპირალისებური ბურბუშელა.
წიფელის და მუხის ხის მტვერი განსაკუთრებით მავნეა ჯანმრთელობისთვის, ამიტომ იმუშავეთ მხოლოდ მტვერსასრუტი სისტემის გამოყენებით.
პარალელური საყრდენი (10) საშუალებას გაძლევთ შეასრულოთ ზუსტი ნახერხები ნამზადის პირზე ან მოახერხოთ მსგავსი ზომის ნაჭრები.
მოუშვით ქანჩყურიანი ხრახნი (7) და გაატარეთ პარალელური საყრდენი შკალა (10) მიმმართველს შორის საყრდენ ფილაში (12). დააყენეთ ხერხვის საჭირო სიგანე შკალის მნიშვნელობის სახით (9) ხაზის შესაბამის ნიშნულზე ან (8) სმ განყოფილება "ხერხვის ხაზის მონიშნვა".ისევ მჭიდროდ მოუჭირეთ ქანჩყურიან ხრახნს (7).