მტვერის და ბურბუშელას მოშორება
ზოგიერთი მასალის მტვერი (მაგალითად, ტყვიის შემცველი საღებავი, ზოგიერთი ხის მასალა, მინერალები და ლითონები) შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის საზიანო. მტვერთან შეხებამ და სასუნთქ გზებში მისმა მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს ოპერატორის ან მასთან ახლოს მყოფი პერსონალის ალერგიული რეაქციები და/ან სასუნთქი გზების დაავადებები.
მტვრის გარკვეული სახეობები, მაგალითად, მუხა და წიფელი, განიხილება კანცეროგენად, განსაკუთრებით ხის დამუშავების დანართებთან ერთად (ქრომატი, ხის დაცვის საშუალება).აზბესტის შემცველი მასალის დამუშავება დაავალეთ მხოლოდ სპეციალისტებს.
- შეძლებისდაგვარად, გამოიყენეთ ამ მასალისთვის შესაფერისი მტვრის მოცილების სისტემა.
- კარგად გაანიავეთ სამუშაო ადგილი.
- რეკომენდებულია რესპირატორული ნიღაბის გამოყენება P2 კლასის ფილტრით.
დაიცავით თქვენს ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები დასამუშავებელი მასალებისთვის.
- მოერიდეთ სამუშაო ადგილზე მტვერის დაგროვებას. მტვერი მარტივად აალდება.
მტვერსასრუტის ადაპტერის მონტაჟი (იხ.გამ. E)
ჩასვით მტვერსასრუტის გადამყვანი (25) ნახერხის გამოსასვლელ მილყელში (14) წკაპუნამდე. დამატებით დაამაგრეთ მტვერსასრუტის გადამყვანი (25) სჭვალით (26).
მტვერსასრუტის გადამყვანზე (25) შეგიძლიათ ჩართოთ მტვერსასრუტის შლანგი 35 მმ დიამეტრით.
- მტვერსასრუტი ადაპტერის დაყენება გარე მტვერსასრუტ სისტემის გარეშე აკრძალულია. სხვაგვარად გამწოვი არხი შესაძლოა გაიჭედოს.
- მტვერსასრუტ ადაპტერში აკრძალული მტვრის ტომარის ჩართვა.. სხვაგვარად მტვერსასრუტი სისტემა გაიჭედება.
მტვრის მოშორების ოპტიმალურობის მისაღწევად რეგულარულად უნდა გაწმინდოთ მტვერსასრუტის ადაპტერი (25).