უსაფრთხოების ინსტრუქციები წრიული ხერხებისთვის

  • საფრთხე: ხელები შორს დაიჭირეთ ჭრის ადგილისა და დანისგან. მეორე ხელით დაიჭირეთ დამხმარე სახელური ან ძრავის კორპუსი. თუ ხერხს ორივე ხელით დაიჭერთ, ხელებს დანით ვერ გაიჭრით.
  • არ შეყოთ ხელი დასამუშავებელი დეტალის ქვეშ. მცველი ვერ დაგიცავთ დასამუშავებელი დეტალის ქვეშ მყოფი დანისგან.
  • ჭრის სიღრმე შეუსაბამეთ დასამუშავებელი დეტალის სისქეს. დასამუშავებელი დეტალის ქვეშ უნდა ჩანდეს დანის პირის ერთ სრულ კბილანაზე ნაკლები.
  • ჭრის დროს არასოდეს დაიჭიროთ დასამუშავებელი დეტალი ხელში ან ფეხის გასწვრივ. დასამუშავებელი დეტალი დააფიქსირეთ სტაბილურ პლატფორმაზე. მნიშვნელოვანია მუშაობის სწორი შესრულება, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი სხეულის ზემოქმედება, დანის ჩაჭედვა ან კონტროლის დაკარგვა.
  • მუშაობის შესრულებისას, სადაც მჭრელი ხელსაწყო შეიძლება შეეხოს ფარულ გაყვანილობას ან საკუთარ კაბელს, დაიჭირეთ ელექტროხელსაწყო იზოლირებული სახელურებით. დენგამტარ გაყვანილობასთან კონტაქტის შედეგად დენგამტარ გაყვანილელექტროხელსაწყოს ლითონის ნაწილები შესაძლოა დენგამტარი გახდეს და გამოიწვიოს ოპერატორის ელექტროშოკი.
  • გაჩეხვისას ყოველთვის გამოიყენეთ დამცავი ფარი ან სწორპირიანი მიმმართველი. ეს აუმჯობესებს ჭრის სიზუსტეს და ამცირებს დანის გაღუნვის ალბათობას.
  • ყოველთვის გამოიყენეთ სწორი ზომის და ფორმის დანები (ალმასის ფორმის და არა მრგვალი). დანები, რომლებიც არ არის ხერხის სამაგრი მოწყობილობის თავსებადი, კარგავენ ცენტრირებას, რაც იწვევს კონტროლის დაკარგვას.
  • არასოდეს გამოიყენოთ დაზიანებული ან არასწორი დანის საყელური ან ჭანჭიკი. დანის საყელურები და ჭანჭიკი სპეციალურად შექმნილია თქვენი ხერხის ოპტიმალური და უსაფრთხო მუშაობისთვის.

- უკუგდება არის მოულოდნელი მყისიერი რეაქცია ხერხის დანის ჩაჭედვაზე, გაჭედვაზე ან ხერხის დანის გადაწევაზე, რის შედეგად ხერხი უკონტროლოდ გამოდის დასამუშავებელი დეტალიდან ოპერატორის მიმართულებით;

- როდესაც ხდება დანის ჩაჭედვა ან მჭიდროდ გაჭედვა ჭრილის დახურვით, დანა ჩერდება და ძრავის რეაქცია სწრაფად გადაადგილებს მოწყობილობას უკან ოპერატორისკენ;

- თუ დანა გადაიგრიხება ან არასწორად მოთავსდება ჭრილში, დანის უკანა კიდეზე არსებული კბილანები შეიძლება ჩაიჭრას ხის ზედაპირზე, რის შედეგად დანა ამოხტება ჩანაჭრიდან და უკან გადახტება ოპერატორისკენ.

უკუგდება არის ელექტროხელსაწყოს არასწორი გამოყენების და/ან არასწორი სამუშაო პროცედურების ან პირობების შედეგი და მისი თავიდან აცილება შესაძლებელია შესაბამისი ზომების მიღებით, როგორც ქვემოთ მოცემულია.

  • ორივე ხელით მყარად დაიჭირეთ ხერხი და განათავსეთ ხელები ისე, რომ გაუძლოთ უკუგდების ძალებს. განათავსეთ თქვენი სხეული დანის ნებისმიერ მხარეს, მაგრამ არა დანის გასწვრივ. უკუგდების შედეგად, ხერხი შეიძლება გადახტეს უკან, მაგრამ ოპერატორს შეუძლია აკონტროლოს უკუგდების ძალები, სწორი ზომების მიღების შემთხვევაში.
  • დანის გაღუნვის შემთხვევაში ან როდესაც ჭრა წყდება ნებისმიერი მიზეზით, აუშვით გამშვებს და ხერხი უმოძრაოთ გააჩერეთ მასალაში, სანამ დანა სრულად არ გაჩერდება. არასოდეს ეცადოთ გამოიღოთ ხერხი სამუშაო დეტალიდან ან გამოწიოთ ხერხი უკან, სანამ დანა მოძრაობს, ამან შეიძლება გამოიწვიოს უკუგდება. გამოიკვლიეთ და მიიღეთ მაკორექტირებელი ზომები დანის გაღუნვის მიზეზის აღმოსაფხვრელად.
  • სამუშაო დეტალში ხერხის ხელახლა გაშვებისას, მოახდინეთ ხერხის დანის ცენტრირება განაჭერში ისე, რომ ხერხის კბილანები არ იყოს შესული მასალაში. თუ ხერხის დანა იღუნება, ხერხის ხელახლა გაშვებისას ის შეიძლება ამოვიდეს, ან მოხდეს მისი უკუგდება სამუშაო დეტალიდან
  • დანის ჩაჭერის და უკუგდების რისკის მინიმუმამდე დასაყვანად, დაიჭირეთ დიდი ზომის პანელები. დიდი ზომის პანელებს საკუთარი წონის ქვეშ გაღუნვის ტენდენცია აქვთ. საყრდენები უნდა განთავსდეს პანელის ქვეშ ორივე მხარეს, ჭრის ხაზთან და პანელის კიდეებთან ახლოს.
  • არ გამოიყენოთ ბლაგვი ან დაზიანებული დანები . გაულესავი ან არასწორად დაყენებული დანები წარმოებენ ვიწრო ჭრას, რაც იწვევს ჭარბ ხახუნს, დანის გაღუნვას და უკუგდებას.
  • ჭრის შესრულებამდე, დანის სიღრმე და დანის სიღრმის ბლოკირების ბერკეტები უნდა იყოს მოჭერილი და დაფიქსირებული. თუ დანის რეგულირება იცვლება ჭრის დროს, ამან შეიძლება გამოიწვიოს გაღუნვა და უკუგდება.
  • განსაკუთრებით ფრთხილად იყავით არსებულ კედლებში ან ბრმა არეებში ხერხვის დროს.გამოსულმა დანამ შეიძლება გაჭრას ობიექტები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უკუგდება.

  • ყოველ გამოყენებამდე შეამოწმეთ ქვედა მცველი სწორ დახურვაზე. არ ამუშაოთ ხერხი, თუ ქვედა მცველი არ მოძრაობს თავისუფლად და იმწამსვე არ იხურება. არასოდეს მოუჭიროთ ან დააბათ ქვედა მცველი ღია პოზიციაში.თუ ხერხი შემთხვევით დავარდება ქვედა მცველი შეიძლება გაიღუნოს.აწიეთ ქვედა მცველი გამოსაწევი სახელურით და დარწმუნდით, რომ ის თავისუფლად მოძრაობს და არ შეეხოთ დანას და სხვა ნაწილს, ჭრის ყველა კუთხესა და სიღრმეში.
  • შეამოწმეთ ქვედა მცველის ზამბარის მუშაობა. თუ მცველი და ზამბარა არ მუშაობენ სწორად, გამოყენებამდე საჭიროა მათი ტექნიკური მომსახურება. ქვედა მცველი შეიძლება ნელა მუშაობდეს დაზიანებული ნაწილების, წებოვანი დანალექის ან ნამსხვრევების დაგროვების გამო.
  • ქვედა მცველი შეიძლება გამოწიოთ ხელით მხოლოდ სპეციალური ჭრისთვის, როგორიცაა "ჩაღრმავება" და "რთული ჩაჭრები”. აწიეთ ქვედა მცველი გამოსაწევი სახელურით და როგორც კი დანა შედის მასალაში, ქვედა მცველი უნდა გამონთავისუფლდეს.ყველა სხვა ხერხისთვის, ქვედა მცველი ავტომატურად უნდა მუშაობდეს.
  • ყოველთვის უზრუნველყავით, რომ ქვედა მცველი ფარავს დანას, სანამ დადეფთ დანას იატაკზე.დაუცველი, მბრუნავი დანა გამოიწვიოს ხერხის უკუსვლა და ყველაფრის გაჭრა, რაც მის გზაზეა.მიაქციეთ ყურადღება, რა დროა საჭირო დანის გასაჩერებლად გადამრთველის გათავისუფლების შემდეგ.

  • არ დაუშვათ ნათალის გამომყრელი კონტაქტში შევიდეს თქვენს ხელებთან.თქვენ შეიძლება დაშავდეთ მბრუნავი ნაწილებით.
  • არ გამოიყენოთ ხერხი თქვენი თავის დონის ზემოთ. ამის გაკეთება ნიშნავს, რომ თქვენ ვერ აკონტროლებთ სათანადოთ ელექტროხელსაწყოს.
  • გამოიყენეთ შესაბამისი დეტექტორები სამუშაო ზონაში ფარული მიწოდების ხაზების დასადგენად ან მიმართეთ დახმარებისთვის ადგილობრივ კომუნალური მომსახურების კომპანიას. კონტაქტმა ელექტროხაზებთან შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი და ელექტროშოკი. გაზის ხაზის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება. წყლის ხაზში შეღწევა იწვევს ქონების დაზიანებას ან შეიძლება გამოიწვიოს ელექტროშოკი.
  • დაიჭირეთ ელექტროხელსაწყო მჭიდროთ ორივე ხელით და დარწმუნდით, რომ მყარად დგახათ ფეხზე. ელექტროხელსაწყო უფრო საიმედოთ შეგიძლიათ მართოთ ორივე ხელით.
  • არ ამუშაოთ ელექტროხელსაწყო სტაციონარულ მდგომარეობაში. ის არ არის თავსებადი სახერხ დაზგაზე მუშაობისთვის.
  • როდესაც აწარმოებთ ჩაჭრას არაპირდაპირი კუთხით, დაამაგრეთ ხერხის მიმმართველი ფირფიტა ისე, რომ არ გადაიხაროს გვერძე.გვერდით გადაადგილების შემთხვევაში ხერხის დანა შეიძლება გაიჭედოს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს უკუგდება.
  • დააფიქსირეთ სამუშაო ნაწილი. ნაკეთობის დაფიქსირება დამჭერი მოწყობილობით ან გირაგით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ხელით.
  • ყოველთვის დაელოდეთ, სანამ ელექტროხელსაწყო ბოლომდე გაჩერდება სანამ დადებთ მას ქვემოთ. გამოყენებისას ხელსაწყო შეიძლება გაიჭედოს და გამოიწვიოს თქვენს მიერ ელექტროსაწყოზე კონტროლის დაკარგვა.
  • არ გამოიყენოთ HSS ხერხის დანები. ასეთი ხერხის დანები შეიძლება მარტივად გატყდეს.
  • არ გახერხოთ ფერადი ლითონი. ცხელმა ანახლეჩებმა შეიძლება აანთონ მტვერშემკრები.
  • ატარეთ მტვრისგან დამცავი ნიღაბი.