ჰორიზონტალური ხერხვის კუთხის დაყენება
სტანდარტული ჰორიზონტალური ხერხვის კუთხის რეგულირება (იხ. სურ. I)
ხერხვის ხშირად გამოყენებადი ჰორიზონტალური კუთხეების სწრაფი და ზუსტი რეგულირებისთვის სახერხ მაგიდაზე გათვალისწინებულია ჭდევანები :
მარცხნივ | მარჯვნივ |
---|---|
0° | |
45°; 30°; 22,5°; 15° | 15°; 22,5°; 30°; 45° |
- მოუშვით ფიქსაციის სახელური (15), თუ ის მოჭერილია.
- დაჭიმეთ ბერკეტი (16) და მოატრიალეთ სახერხი მაგიდა (12) საჭირო დაჭდევამდე მარცხნივ ან მარჯვნივ.
- მოუშვით ბერკეტი. ბერკეტი უნდა შევიდეს მოდებაში დაჭდევასთან.
- მოუჭირეთ ფიქსაციის სახელურს (15).
თვითნებური ჰორიზონტალური ხერხვის კუთხის დაყენება
ხერხვის ჰორიზონტალური კუთხის რეგულირება შეგიძლიათ 47°-დან (მარცხნიდან) 47°-მდე (მარჯვნიდან) დიაპაზონში.
- აუშვით ფიქსაციის სახელურს (15), თუ ის მოჭერილია.
- მოქაჩეთ რიჩაგი (16), მოატრიალეთ სახერხი მაგიდა (12) ფიქსირების სახელურით მარცხნივ ან მარჯვნივ და ხერხვის კუთხის ნიშნულის დახმარებით (17) დააყენეთ ხერხვის საჭირო ჰორიზონტალური კუთხე.
- მოუჭირეთ ფიქსაციის სახელურს (15).