ექსპლუატაციისთვის მომზადება
ინტენსიური მუშაობის შემდეგ ზუსტი ხერხვის უზრუნველყოფის მიზნით უნდა შეამოწმოთ ელექტროხელსაწყოს პარამეტრები და საჭიროების შემთხვევაში შეცვალოთ ისინი.
ამისათვის თქვენ უნდა გქონდეთ გამოცდილება და სპეციალური ინსტრუმენტი.
Bosch ფირმის მომსახურების სახელოსნო ასრულებს მსგავს სამუშაოს სწრაფად და საიმედოდ.
გრძელი ნამზადების თავისუფალი ბოლო უნდა მდებარეობდეს საყრდენზე.
სახერხი მაგიდა შეიძლება გაფართოვდეს მარცხნივ ან მარჯვნივ საფხეკი-დამაგრძელებლების მეშვეობით (21).
- მოუშვით მოსაჭერი ხრახნი (13).
- გამოწიეთ საფხეკი-დამაგრძელებელი (21) გარეთ საჭირო სიგრძეზე.
- საფხეკი-დამაგრძელებლის ფიქსაციისთვის ისევ მოუჭირეთ მოსაჭერ ხრახნს (13).
ხერხვის ვერტიკალური კუთხით ხერხვისას საჭიროა რეგულირებადი საყრდენი თამასის გაწევა (23).
- მოუშვით ქანჩყურიანი ხრახნი (43).
- გამოწიეთ რეგულირებადი საყრდენი თამასა (23) ბოლომდე გარეთ.
- ისევ მჭიდროდ მოუჭირეთ ქანჩყურიან ხრახნს (43).
ხერხვის ვერტიკალური კუთხით გახერხვის შემდეგ რეგულირებადი საყრდენი თამასა გაწიეთ (23) ისევ უკან (აუშვით ქანჩყურიანი ხრახნი (43); შეწიეთ საყრდენი თამასა (23) ბოლომდე შიგნით; ისევ მოუჭირეთ ქანჩყურიან ხრახნს).
სამუშაოს ოპტიმალური უსაფრთხოებისთვის, ყოველთვის დაამაგრეთ ნამზადი.
არ დაამუშაოთ ნამზადი, რომლის ზომები არაა საკმარისი დასამაგრებლად.
- მაგრა მიაჭირეთ ნამზადი საბჯენ თამასას (11) и (23).
- ჩასვით თანდართული ჭახრაკი (22) ერთერთ ამისთვის განკუთვნილ ნახვრეტში (35).
- მოუშვით ქანჩყურიანი ხრახნი (44) და მოარგეთ ჭახრაკი ნამზადს. ისევ მჭიდროდ მოუჭირეთ ქანჩყურიან ხრახნს.
- მჭიდროდ მოუჭირეთ ხრახნიან ღეროს (45), ნამზადის ამგვარად დამაგრებით.
ნამზადის განბლოკვა
- ჭახრაკების განბლოკვისთვის ატრიალეთ ხრახნიანი შტანგა (45) საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით.