ძირითადი პარამეტრები – კონტროლი და რეგულირება
ინტენსიური მუშაობის შემდეგ ზუსტი ხერხვის უზრუნველყოფის მიზნით უნდა შეამოწმოთ ელექტროხელსაწყოს პარამეტრები და საჭიროების შემთხვევაში შეცვალოთ ისინი.
ამისათვის თქვენ უნდა გქონდეთ გამოცდილება და სპეციალური ინსტრუმენტი.
Bosch ფირმის მომსახურების სახელოსნო ასრულებს მსგავს სამუშაოს სწრაფად და საიმედოდ.
საყრდენი თამასის გასწორება
- მოიყვანეთ ელექტროხელსაწყო მუშა მდგომარეობაში.
- მოატრიალეთ სახერხი მაგიდა (12) ჭდევამდე 0°. ბერკეტი (16) აშკარად უნდა მოვიდეს მოდებაში დაჭდევასთან.
- გამოწიეთ რეგულირებადი საყრდენი თამასა (23) ბოლომდე გარეთ.
კონტროლი (იხ. სურ. P1)
- კუთხური კალიბრი დააყენეთ 90° და დადეთ თანპირად სახერხ დისკთან (41) საყრდენ თამასას (11) და სახერხ დისკს შორის სახერხ მაგიდაზე (12).
კუთხური კალიბრის მხარი მთელ სირძეზე უნდა იყოს საყრდენი თამასის თანპირად.
დარეგულირება (იხ. სურ. P2)
- მოუჭირეთ ყველა შიდა ექვსწახნაგა ხრახნებს (48) კომპლექტში შემავალი შიდა ექვსწახნაგა გასაღების მეშვეობით (32).
- მოატრიალეთ საყრდენი თამასა (11) ისე, რომ კალიბრი თანპირად იყოს მთელს სიგრძეზე.
- მჭიდროდ მოუჭირეთ ხრახნებს.
კუთხის ინდიკატორის გასწორება (ჰორიზონტალური) (იხ. სურ. Q)
- ჩააყენეთ ელექტროხელსაწყო სამუშაო მდგომარეობაში.
- მოაბრუნეთ სახერხი მაგიდა (12) ჭდევანამდე 0°. რიჩაგი (16) ნათლად უნდა შევიდეს ჭდევანასთან მოდებაში.
კონტროლი
კუთხის ინდიკატორიа (17) უნდა იყოს ერთ ხაზზე შკალის 0° ნიშნულთან (18).
რეგულირება
- მოუშვით ხრახნი (49) ჯვარედინა სახრახნისით და გაასწორეთ კუთხის ნიშნული 0°-ზე.
- ისევ მჭიდროდ მოუჭირეთ ხრახნს.