მუშაობის რეჟიმი
ქანქარა მოძრაობის ჩართვა/გამორთვა
ქანქარა მოძრაობა საშუალებას გაძლევთ ოპტიმალურად მოარგოთ ხერხვის სიჩქარე, ნაყოფიერება და ხერხვის ნაპირების ხარისხი დასამუშავებელ მასალას.
შეძლებისდაგვარად შეცვალეთ ქანქარა მოძრაობის პარამეტრები ელექტროხელსაწყოს ჩართვის წინ.

ჩართეთ ქანქარა მოძრაობა რბილი ან საშუალო სიმყარის მასალასთან სამუშაოდ (მაგ.: მსუბუქი სამშენებლო მასალა, იზოლაციური მასალა, ხე, აგრეთვე ფერადი ლითონები, მყარი ხემასალა, პლასტიკი).
ამისათვის მოატრიალეთ ქანქარა რყევის რეგულირების რიჩაგი (9) ქვევით.

გამორთეთ ქანქარა მოძრაობა ჭრის სუფთა ნაპირისთვის, და აგრეთვე თხელ ან მყარ მასალასთან მუშაობისთვის (მაგ.: შროვანი მასალა, ფოლადი).
ამისათვის მოატრიალეთ ქანქარა რყევის რეგულირების რიჩაგი (9) ზევით.